საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი გახდა ვასილ მაღლაფერიძე. გადაწყვეტილება სამეურვეო საბჭომ რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
საბოლოო კენჭისყრის შედეგად 6 ხმა ვასილ მაღლაფერიძემ, ხოლო 2 ხმა თინა ბერძენიშვილმა მიიღო.
ვასილ მაღლაფერიძის ბიოგრაფია მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1980 წელს.
1981-1982წწ. მუშაობდა კინოსტუდია “ქართულ ფილმში” უფროს რედაქტორად; 1982-1984წწ. ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს სარესტავრაციო სახელოსნოს მხატვარ-რესტავრატორი; 1984-1999წწ. VI ქართულ გიმნაზიაში ქართული ლიტერატურისა და ენის მასწავლებელი; 1988 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ლიტერატურის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი; 1990-1997წწ. ქართული ქრისტიანული კულტურის ისტორიისა და თანამედროვეობის შემსწავლელი სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-მუშაკი, ლაბორატორიის გამგე; 2005-2008წწ. პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში; იყო ტელეკომპანია “მე-9 არხი”-ს გენერალური დირექტორის მოადგილე და გადაცემა “კონსილიუმი ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად” ავტორი; 2015 წლიდან მუშაობდა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა “საზოგადოება 20/30”-ს მთავარ პროდუსერად.