ახალი ამბები მთავარი სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევამ კუმისთან 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ კუმისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას,  ხოლო ერთი დაშავდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივების ინფორმაციით, „ბმვ“-ს მარკის ავტომობილი ამობრუნდა.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

 

იტვირთბა....