რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი 37 წლის დავით ჭელიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, შემთხვევა 2016 წლის 30 დეკემბერს ქუთაისის სარკინიგზო ხაზის ელმომარაგების ქვესადგურში მოხდა. რაც სამუშაო პროცესში საკმარისი უსაფრთხოების არქონამ გამოიწვია.
პროფკავშირების ინფორმაციით, სამუშაო პროცესში საკმარისი განათება არ იყო და დასაქმებულს შესაბამისი ინვენტარიც არ გააჩნდა, რის გამოც მოკლე ჩართვამ დავით ჭელიძის სიცოცხელლე იმსხვერპლა.
მათივე ინფორმაციით, დავით ჭელიძე მეხუთე რკინიგზელი იყო, ვინც 2016 წელს სამუშაო პროცესის დროს გარდაიცვალა, ხოლო 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
აღნიშნულ ფაქტს ,,საქართველოს რკინიგზაში” ამ დრომდე არ ახმაურებენ და არც პროფკავშირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებენ.
შეგახსენებთ, 2016 წელი კომპანიაში დასაქმებულთათვის ყველაზე მძიმე აღმოჩნდა. გასულ წელს სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 5 და დაშავდა 10-ზე მეტი რკინიგზელი.