ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ლიდერებო – მორჩილი ხალხის გეშინოდეთ! ურჩებს მოევლება”: დაპირისპირება “ნაცმოძრაობაში”

“ტაბულას” რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიაზე და ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე პოსტს აქვეყნებს:

“განცუციკებული” მელია სულ სხვანაირად წარმოსადეგია 😀

P.S. შემდეგ მოსახვევსაც ვხედავ და მელიას მოსრიალებასაც, თან ტანად დიდია და საკაიფოდ სრიალდება”

 

 

“არაერთი წელია ვხედავ, რომ მიშა სააკაშვილი საკუთარი თავისგანაა გადასარჩენი.

არაერთი წელია ვთვლი, რომ მისი გადარჩენა მხოლოდ ერთი გზითაა შესაძლებელი – როცა კედელს უკეთებ, უკან იხევს და უფსკრულს შორდება.

თუ კედელში სუსტი რგოლი იპოვა, ჯეგავს და კვლავინდებურად უფსკრულისკენ მიიწევს.

ბავშვივითაა – იქამდე ტირის, სადამდეც გასდის.

ვისაც მიშას კარგად ყოფნა გსურდათ, მისთვის “არა”-ს თქმა უნდა გესწავლათ.

ზოგმა ეს ვერ ფიზიკურად შეძლო – დიდი ბიჭისთვის “არა”-ს თქმას მყარი ხერხემალი უნდა.

გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც მიშას ამ მდგომარეობით სარგებლობა გადაწყვიტა – მიშას “კარზე” ადგილი გამოთავისუფლდაო და მოჩვენებითი ძალაუფლების “15 წუთით” ტკბებიან (ძალიან ხანმოკლეა მათი ტკბობა).

ჩვენ, ვისაც “არა”-ს თქმა შეგვეძლო, ყველა რესურსი ამოვწურეთ.

მიშას უფსკრულისკენ ლტოლვამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო.

მას ახლა კაციშვილი აღარ ყავს გარშემო, ვინც გააჩერებს – მაგალითად აუხსნის, რომ გიგი უგულავას ცილისწამების კამპანია მხოლოდ მისთვისაა დამღუპველი.

ახლა, მიშას მემკვიდრეობის (ეს სიტყვა არ უყვარს) გულშემატკივრებს იმედად სარეცხის თოკებიღა გვაქვს, ეგებ თოკებს დაეცეს.

ძალიან, ძალიან ტრაგიკული ამბავია, მაგრამ იოლად პროგნოზირებადი იყო მათთვის, ვინც მიშას და ვითარებას კარგად იცნობდა.

ლიდერებო – მორჩილი ხალხის გეშინოდეთ! ურჩებს მოევლება!”

იტვირთბა....