„ცდილობენ საბოტაჟი მოახდინონ ყრილობის, რაც რა თქმა უნდა თავიდანვე განწირულია,“ – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა:
„ჩემთვის ძალიან სამწუხაროდ პარტიის მმართველობაში არსებულმა მცირე ჯგუფმა მოახერხა და დაუპირისპირა არამხოლოდ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას, არამედ პარტიის მხარდამჭერთა უმრავლესობის ნებას, ეს არის ჩემთვის ძალიან დასანანი, დასანანია ასევე, რომ პარტიის მმართველობაში მყოფი მცირე ჯგუფი ცდილობს შეინარჩუნოს მისი გავლენა და ამ მიზნისთვის აკეთებს ყველაფერს და დაუპირისპირდა უმრავლესობის მხარდამჭერებს. ისინი უკანასკნელი დღეების განმავლობაში ცდილობენ წარმოაჩინონ ყრილობა, როგორც არალეგიტიმური და თითქოს იქ არის უამრავი დარღვევა, ჩემთვის სამწუხაროა, რომ პარტიის მცირე ჯგუფი აცდენილია იმ განწყობებს რომელიც არის პარტიის მხარდამჭერებში. ”ნაციონალური მოძრაობა” არ არის რომელიმე ცალკე აღებული ერთი ჯგუფის, ”ნაციონალური მოძრაობა” ეკუთვნის მის ათი ათასობით წევრს და ამომრჩეველს. ეს ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას თუ როგორ უნდა განვითარდეს პარტია. ისინი ცდილობენ საბოტაჟი მოახდინონ ყრილობის, რაც, რა თქმა უნდა, თავიდანვე განწირულია,“-განაცხადა ნიკა მელიამ.
ენმ 20 იანვარს დელეგატთა ყრილობას გეგმავს. პარტიის ლიდერთა ნაწილის განცხადებით, ყრილობა არალეგიტიმური იქნება.