ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

დოკუმენტი, რითაც შესაძლოა ყოფილი მთავარი არქიტექტორის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

ალეკო ელისაშვილმა მერიის შიდა აუდიტის დასკვნა გაასაჯაროვა, რომლის მიხედვით, არქიტექტურის სამსახურის მიერ უკანონო მშენებლობის ნებართვის გაცემის გამო ბიუჯეტს თითქმის ნახევარ მილიონიანი ზარალი მიადგა.

„სიტყვა-სიტყვით არის დადასტურებული, რომ არქიტექტურის სამსახური იყო და არის კორუფციის ჭაობი, რომ არქიტექტორის სამსახურთან არსებული ზონალური საბჭო არის ჩაწყობისა და ბანდიტიზმის ბუდე. პროექტის ავტორები საკუთარი განაშენიანების გეგმებს ამტკიცებენ და კბილებით გააქვთ. შემიძლია გითხრათ, რომ 402 ათასი ლარის ზარალი მიადგა თბილისის ბიუჯეტს შეგნებულად. არქიტექტურის სამსახურის მიერ შეგნებულად მოხდა კოეფიციენტების არასწორი დათვლა. 10-სართულიანი კორპუსი გაასაღეს 6 სართულიან შენობად, ვითომ 4 სართული იყო მიწისქვეშა სადგომი და სინამდვილეში ეს იყო ჩვეულებრივი ფართი,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა, ალეკო ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმით, დოკუმენტი პროკურატურაში იგზავნება და გამორიცხული არ არის, რომ ყოფილი მთავარი არქიტექტორის, დიმიტრი მოსულიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

სულხან ცინცაძის 63 ნომერში დაგეგმილ მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობაც აპროტესტებდა, რადგან მიმდებარე ტერიტორიაზე მსგავსი შენობის აღმართვის რესურსი არ არსებობდა. მერიის წინააღმდეგ სარჩელი მოქალაქეებს უკვე შეტანილი აქვთ.

იტვირთბა....