ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მორიგი სროლა სტამბოლში

სტამბოლის ფათიჰის რაიონში ერთ-ერთ რესტორანთან სროლა იყო, არიან დაშავებულები, – ამის შესახებ CNN Turk იუწყება.

თავდასხმის შედეგად რესტორნის მეპატრონე და მის ახლოს მდებარე უნივერსიტეტის თანამშრომელი დაშავდნენ.

თურქულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტის თანამშრომელი მძიმედ არის დაჭრილი. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ესროდნენ ავტომანქანას, რომელიც რესტორანთან იყო გაჩერებული.

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლება მომხდარს ტერორისტულ აქტად არ მოიხსენიებს.

იტვირთბა....