ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6692 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.6478 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0214 ლარი შეადგინა.
ასევე მოხდა ევროს გამყარება,რომლის კურსი 2.7858 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.7553 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0325 ლარი შეადგინა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები 5 იანვრიდან შევიდა ძალაში.