ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ნაცმოძრაობის” ყრილობის ლეგიტიმურობის საკითხი საფრთხის ქვეშაა

„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის ლეგიტიმურობის საკითხი საფრთხის ქვეშაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტსაბჭოს სხდომა ვერ შედგა პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილის ბოიკოტის გამო.
„სერიოზული იურიდიული ხარვეზები იკვეთება. ვერ გეტყვით, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები თუ სამართლებრივი საკითხები ვერ მოგვარდება. მაშინ შესაბამისი ორგანოები გადაწყვეტენ, თუ რამდენად ცნობენ იმ შედეგებს, რომელსაც ყრილობა დადებს. ამ ეტაპზე ყრილობის ლეგიტიმურობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რადგან მთელი რიგი საკითხები, რომელიც გასაწერი იყო, არ არის გაწერილი, რადგან პოლიტსაბჭოს სხდომა ბოიკოტის გამო ჩაიშალა“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

იტვირთბა....