თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, მეზობლების თქმით, ქმარმა ცოლი თოკით გაგუდა. გარდაცვლილი 45 წლისაა.
გარდაცვლილი მეზობლებმა სახლში იპოვეს. მათივე თქმით, ბრალდებული გარდაცვლილის მეუღლეა, რომელიც სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია და გამოძიება 11 პრიმა 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
ბრალდებულის მიმართ აღმკვეთი ღონისძიებების შეფარდების შესახებ პროკურატურა სასამართლოს ხვალ მიმართავს.