გორში, დევნილთა ოჯახებისთვის, საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება დაიწყო. დევნილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, განცხადებების მიღება ქალაქ გორში, შმაგის ქუჩა N1-ში, 2017 წლის პირველ მარტამდე გაგრძელდება.
ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონშირეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. გორში, 480 დევნილი ოჯახისთვის, რვა 10-სართულიანი კორპუსი შენდება. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ივნისში დასრულდება.