„რუსთავი 2“-ს გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პოპულარულ სერიალ „ხელოვნურ სუნთქვის“ შეწყვეტასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს:
“ვეხმაურები ძალიან ბევრი ტელემაყურებლის შეკითხვას, საყვედურს, თხოვნას, მოთხოვნას, მუქარასაც კი.
სერიალი “ხელოვნური სუნთქვა” ამ ეტაპზე ვერ გაგრძელდება, რ2ის წინააღმდეგ სახელმწიფოს ორწლიანი კამპანიის შედეგად არხზე შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გამო.
სამწუხაროდ, ჩავთვალეთ, რომ სხვა პრიორიტეტების დაფინანსება უფრო მნიშვნელოვანია. იმედია, უკეთესი დრო დადგება და თქვენი საყვარელი სერიალიც გაგრძელდება.
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! მრავალს დაესწარით”!-წერს გვარამია.
სერიალის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას მიმართავს და “მრალი შიმშილობით ემუქრება”, თუ “ხელოვნურ სუნთქვას” არხზე არ დააბრუნებს.