ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბრაზილიაში, ციხეში ამბოხების შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში, ქალაქ მანაუსში ციხეში ამბოხების შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ CNN-ი  ბრაზილიურ მედიაზე დაყრდნობით წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, ციხეში ამბოხება კვირას დაიწყო და 17 საათი გრძელდებოდა. ამბოხების ჩახშობა გუშინ მოხერხდა. ამბოხება ციხეში მყოფი ორი ბანდის ერთმანეთთან დაპირისპირებით დაიწყო.

„ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს იყო დიდი დაჯგუფების თავდასხმა პატარა დაჯგუფებაზე კონკურენციის აღმოფხვრის მიზნით“, – განაცხადა ამაზონიის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მდივანმა სერჟიუ ფონტესმა.

ხელისუფლებისთვის ჯერ უცნობია, რამდენი პატიმარი გაიქცა ციხიდან.

იტვირთბა....