ბოლო დღეებში, ავტოგაზი გაძვირდა. მიზეზი აქციზის გადასახადის ზრდაა. კერძოდ, „სოკარში“ 1.44 ლარი ღირს, „ვისოლში“ 1.45 ლარი, „გამას“ ქსელში საწვავის ღირებულება უკვე 1.46 ლარია, ხოლო „გალფში“ 1.47 ლარი. შესაბამისად, გაზი საშუალოდ, 20 თეთრით გაძვირდა.
შეგახსენებთ, რომ პირველი იანვრიდან აქციზის ღირებულება გაიზარდა. ბენზინის შემთხვევაში ერთ ტონაზე 250 ლარიდან 500 ლარამდე, დიზელზე 150-დან 400 ლარამდე, ხოლო გაზზე 80-დან 200 ლარამდე.