თურქული მხარე ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილის ფოტოს აქვეყნებს. ახალი წლის ღამეს კლუბში დაახლოებით 700 ადამიანი იმყოფებოდა. სამართალდამცველების ინფორმაციით ტერაქტის შედეგად დაიღუპა 39 და დაშავდა 69 მოქალაქე.
ტერქატზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო „ისლამურმა სახელმწიფომ“.
ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა ტერორისტის ვინაობის დასადგენად, რომელიც, პოლიციის მონაცემებით უზბეკეთის, ან ყირგიზეთის მოქალაქე უნდა იყოს.