ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ზურაბ ჯაფარიძემ პირდაპირ ეთერში მარიხუანა დათესა

პოლიტიკური ორგანიზაცია”გირჩის” წევრებმა პირდაპირ ეთერში მარიხუანა დათესეს. მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ პირველმა დათესა კანაფის თესლი.

“მე თქვენს თვალწინ დავარღვევ კანონს, როგორც კი დავიწყებ კულტივაციას. აი, ისიც, თითოეულ ამ ქოთანზე მითითებული იქნება სახელი და გვარი, იმის ნიშნად, რომ ეს ადამიანი არის პასუხისმგებელი. ჩვენთვის ეს თავისუფლებისთვის ბრძოლაა. ბრძოლა ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისთვის. ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ მოვიგებთ ამ ბრძოლას. ამ გამარჯვების გაფორმება თქვენს თვალწინ ხდება” – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

აღნიშნულ აქციას პარტიის სხვა ლიდერებიც შეუერთნენ. ვახტანგ მეგრელიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი ზურაბ ჯაფარიძის შემდეგ, რომელმაც კანაფის თესლი ქოთანში მოათავსა.

იტვირთბა....