„გირჩი“ კანაფის დათესვის თაობაზე „ფულიან ხალხს“ დაფინანსების თხოვნით მიმართავს. მიმართვა მათ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნეს.
“გირჩის” წევრების თქმით, დაპირებისამებრ 2016 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის საღამოს, თბილისში, „გირჩის“ ოფისში მსოფლიოში პირველად, პირდაპირ ეთერში, საჯაროდ კანაფი დაითესება.
“გირჩის“ მიმართვა ფულიან ხალხს!
2016 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის საღამოს, თბილისში, „გირჩის“ ოფისში მსოფლიოში პირველად, პირდაპირ ეთერში, საჯაროდ დაითესება კანაფი.
თქვენი წარმატებული და ხანგრძლივი ცხოვრების ბოლოს სულ რამდენიმე, მართლაც უნიკალური ამბავი გექნებათ გასახსენებელი. გახდით ცვლილების სპონსორი და პირობას გაძლევთ, ეს იქნება ერთ-ერთი ასეთი ამბავი!
ჩვენი ანგარიშის ნომერია: GE04TB7772536080100003
ს.ს. თიბისი ბანკი, ბანკის კოდი: TBCBGE22
მიმღები: „ახალი პოლიტიკური ცენრი“, ს/კ 204586153
P.S. ფიზიკურმა პირებმა 60,000 ლარზე და იურიდიულმა პირებმა 120,000 ლარზე მეტი არ გადმორიცხოთ“, – ნათქვამია მიმართავში.