ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

მამუკა ღლონტი მაკა ასათიანს მოუწოდებს საკუთარი წილი “იმედს” არ მიყიდოს

ტელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებელი და ერთ-ერთი მეწილე მამუკა ღლონტი მაკა ასათიანს მოუწოდებს არ მიყიდოს საკუთარი წილი “იმედს”:

„მე არ გამოვრიცხავ, რომ გამოჩნდეს, თუ არ გამოჩნდა უკვე, კეთილსინდისიერი ინვესტორი, რომელიც დააფინანსებს მაკას წილის შესყიდვას და რომელიც აწარმოებს მოლაპარაკებას გია გაჩეჩილაძესთან მისი 25%-ის შეძენაზე და ჩვენ უფლება მივცეთ გია გაჩეჩილაძეს იმ კეთილსინდისიერ ინვესტორს მიყიდოს თავისი წილი და იმავდროულად, ჩვენც მივცეთ იმ კეთილსინდისიერ ინვესტორს ჩვენი 20%. შესაბამისად, ის საპნის ბუშტი, რომელიც დახატეს ირაკლი რუხაძემ და ინა გუდავაძემ, რომ თითქოს მათ შეიძინეს “მაესტროს” საკონტროლო პაკეტი, შეიძლება გასკდეს,“- განაცხადა მამუკა ღლონტმა.

შეგახსენებთ, რომ “იმედის” განცხადებით, “მაესტროს” საკონტროლო პაკეტი შეიძინეს.

იტვირთბა....