ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ქართული მსხვილი ბიზნესის უმრავლესობა ივანიშვილის ხელისბიჭობას ამჯობინებს“ – ბერძენიშვილის ინტერვიუ „მეტრონომთან“

გუშინ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგი ჩაატარა, სადაც რამდენიმე მიმართულებით დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა.

მდინარაძის თქმით, „ოცნება“ აპირებს ამერიკული „ფარას“ ზუსტი ასლის დაინიცირებას, ასევე მედიისთვის კანონის შექმნას, რომლითაც დადგინდება მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივების შეფასების მიზნით, „მეტრონომი“ პოლიტიკოს დავით ბერძენიშვილს ესაუბრა.

„ეს არის ავტორიტარიზმიდან დიქტატურისკენ გადადგმული ნაბიჯი კანონმდებლობითაც, პრაქტიკითაც, რეპრესიების გაღრმავებით.

საქართველოს გადარჩენის შანსიცა და რისკიც არის დასავლეთის ხელში ქართველ ხალხთან ერთად. დასავლეთს ეს შეუძლია და იმედიანად ვარ.

ივანიშვილი არ არის ალიენდე და ის არ შეაკვდება უშანსობას, გაიპარება, მაგრამ ვიდრე დასავლური სანქციები ყელში არ წაუჭერს, მანამდე იბრძოლებს ლუკაშენკობისთვისაც და ალიევობისთვისაც.

რაც შეეხება ქვეყნის შიგნით პროტესტს, ყველანი აღფრთოვანებული ვართ ქართული საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდობის, წინააღმდეგობის უნარით, მრავალფეროვნებით, კრეატიულობით.

ამასთან, არსებობს საჯარო სექტორი, ქართული ბიზნესი, არის ორი დიდი ბანკი.

ამდენად, ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობის გაზრდის რესურსები არსებობს, მაგრამ ქართული მსხვილი ბიზნესის უმრავლესობა ივანიშვილის ხელისბიჭობას ამჯობინებს. ხელისუფლებისგან მათი დისტანცირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სავალუტო ფონდის, მსოფლიო ბანკის, ევროკავშირის, ბრიტანეთისა და ამერიკის სერიოზული ფინანსურ-ეკონომიკური ზეწოლის პირობებში. ამ შემთხვევაში წამოიკნავლებენ“ – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....