თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ IDFI-ის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი გზის გადაკეტვის გამო 5000 ლარით დააჯარიმა.
კლდიაშვილის თქმით, შსს-ს სასამართლოში მის წინააღმდეგ 4 ეპიზოდი ჰქონდა წარდგენილი, მოსამართლემ ოთხივე საქმე გააერთიანა. კლდიაშვილი ამბობს, რომ წარდგენილი იყო ვიდეომტკიცებულებები, რომლებშიც ის იდენტიფიცირებადი არ იყო. კლდიაშვილის თქმით, ის თავს სამართალდამრღვევად არ მიიჩნევს.