აგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთს ბელარუსის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზების განთავსების ნება დართო.
რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებისა და სამხედრო ფორმირებების განთავსებას 2024 წლის 6 დეკემბერს სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დადებული ხელშეკრულების თანახმად შეძლებს.
რუსეთსა და ბელარუსს შორის დადებული ხელშეკრულება ძალაში, სულ მცირე, 10 წლის განმავლობაში იქნება და მომდევნო 10 წლის ვადით ავტომატურად გახანგრძლივდება.
ხელშეკრულება, სხვა საკითხებთან ერთად, ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგებასაც ითვალისწინებს.