ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი პოლიტიკა

დამტკიცებულია: ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევისას ფასი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში უნდა განისაზღვროს

 

პარლამენტმა სესხების ე.წ. ლარიზაციის გეგმა  86 დეპუტატის მხარდაჭერით დაამტკიცა.  გეგმის წინააღმდეგ  9 დეპუტატი  წავიდა. მთავრობის მიერ ინიცირებული ცვლილებათა პაკეტით, 100 ათას ლარამდე სესხი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში გაიცემა. გარდა ამისა, რეგულირდება ონლაინ-სესხების საპროცენტო განაკვეთი. მთავრობის ინიციატივით, ონლაინ-სესხის საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზედ ზღვარი 100 % არ უნდა აღემატებოდეს.

ცვლილებების შედის რეკლამის შესახებ კანონშიც, რომლის მიხედვითაც ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევისას, ასევე ქონების რეალიზაციის, მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირებისას ფასი მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში უნდა განისაზღვროს.

კანონის აღნიშნული მუხლის დარღვევისთვის ფიზიკური პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი- 2000 ლარით. განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ფიზიკურ პირს 1000, ხოლო იურიდიულ პირს 5000 ლარით. გარდა ამისა სესხის შემთხვევაში ყველა საკომისიოს, საპროცენტო სარგებლის, სესხის გაცემასთან დაკავშირებული ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, ასევე სესხის გაცემის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისათვის მსესხებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ან ნებისმიერი ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გაცემული სესხის ძირი თანხის ორმაგ ოდენობას.

იტვირთბა....