ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი თუ ბოკერია: ვის ექნება ხმათა უმრავლესობა ყრილობაზე

“ნაციონალების“ დაპირისპირება იმ დონეზე მივიდა, რომ ერთიანობის შენარჩუნება იქნება შეუძლებელი”,  – ასეთ განცხადებას აკეთებს კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე.
ის თვლის, რომ ყრილობაზე მხარდაჭერა სააკაშვილს ექნება.
„როგორც ჩანს, უფრო ძლიერია და ყრილობაზე დელეგატთა რაოდენობა სააკაშვილის მომხრეებისა მეტია, ამიტომ ყრილობაზე მხარდაჭერა ექნება სააკაშვილს და არა ბოკერიას და მის გუნდს.
გარიცხვით შეიძლება არ გარიცხონ, მაგრამ ამის შემდეგ თუ დარჩებიან პარტიაში, არ ვიცი. ვერ გეტყვით, რომ ახლა რაიმე რეიტინგი აქვთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, სულ აღარ ექნებათ. ჩემი მოსაზრებით, ისინი უნდა წამოვიდნენ პარტიიდან და შექმნან ახალი პოლიტიკური გაერთიანება. სხვა შემთხვევაში, როგორც პოლიტიკოსები, განადგურდებიან.
ესაა შიდაპარტიული დაპირისპირება, თორემ ცოტა ხანში შესაძლოა, თავის გუნდსაც აღარ მოუნდეს სააკაშვილი”, –  ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

იტვირთბა....