ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ეკლესიის ავტოკეფალიის, პატრიარქის აღსაყდრების და დაბადების დღესთან დაკავშირებით კომისია შეიქმნება

„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის, პატრიარქის აღსაყდრებისა და დაბადების დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით სპეციალური კომისია შეიქმნება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის შემადგენლობაში შევლენ მთავრობის, საპატრიარქოს, საზოგადოების წარმომადგენლები.

„2017 წელს სრულდება 100 წლისთავი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენიდან, ასევე არის ყველასთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის – ჩვენი პატრიარქის აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე და დაბადების 85 წლის იუბილე, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია, სადაც შევლენ, მთავრობის, საპატრიარქოს, საზოგადოების წარმომადგენლები, რათა განსაკუთარებლად აღვნიშნოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. განსაკუთარებულ აღნიშვნაში იგულისხმება ალბათ, რამდენიმედღიანი ღონისძიებები“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შესაძლოა ჩატარდეს სამეცნიერო კონფერენციები, ასევე საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენცია, სადაც დაპატიჟებულები იქნებიან მაღალი რანგის სტუმრები, მათ შორის, პოლიტიკოსები.

„ჩვენ ვფიქრობ, რომ პატრიარქის, როგორ მოღვაწის, მნიშვნელობა დიდი ხანია გასცდა საქართველოს ფარგლებს და ვფიქრობთ, რომ ეს დღე ნამდვილად უნდა აღვნიშნოთ. სწორედ ამიტომ ვქმნით კომისიას და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ღირსეულად ჩავატაროთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იუბილე. ასევე ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეკლესიის როლი ისტორიულად იყო და არის განსაკუთარებული, როგორ ჩვენი ერის თვითმყოფადობის გადარჩენისა და შენარჩუნების საქმეში, ასევე მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში, ამიტომ ვფიქრობთ, ასეთი კონფერენციის ჩატარებას. მეტი დეტალის შესახებ გახდება ცნობილი, როდესაც ეს კომისია შეიკრიბება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....