ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ბოლო საოცნებო წელიწადი ყველაზე უარესი გამოდგა და ამის დასტურია ლარი”

საპარლამენტო უმცირესობის წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, 2017 წელი კარგი არ იქნება, თუ მთავრობა იმ გეგმას არ განახორციელებს, რომელსაც ოპოზიცია სთავაზობს:

„ბოლო საოცნებო წელიწადი ყველაზე უარესი გამოდგა და ამის დასტურია ლარი. თუ გადავხედავთ მომავალი წლის ბიუჯეტს, იმ ეკონომიკურ პოლიტიკას და ცვლილებებს, რასაც მთავრობა აპირებს, 2017 წელი არ იქნება კარგი, თუ არ დაგვიჯერებენ და არ განახორციელებენ იმ გეგმას, რომელსაც ჩვენ შევთავაზებთ ხელისუფლებას“, – განაცხადა გოცირიძემ ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ “2017 წელი ძალიან მაგარი წელი იქნება“.

იტვირთბა....