გუშინ, გვიან ღამით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურში ადგილობრივ ზ.ღლონტს, გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარმა მეზობელმა, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილმა 112-ს თავად დაურეკა, თუმცა ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდა.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ს პრეს-სამსახურში განუცხადეს,სავარაუდო ბრალდებული დადგენილია და შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.