“ე.წ.ბორბლებზე მდგომი სავაჭრო ობიექტების მფლობელები დედაქალაქში პარკირების ადგილებზე, ვაჭრობას ვეღარ განახორციელებენ”, – ასეთი განცხადება გააკეთა თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ, რომელსაც სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა.
ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ბოლო პერიოდში პარკირების ადგილებზე მომრავლდა ე.წ.ბორბლებზე მდგომი სავაჭრო ობიექტები, რომლებიც ქუჩების იერსახეს აზიანებენ.
„ამ ობიექტების სხვაგან განსათავსებლად არსებობს სხვადასხვა შესაძლებლობები. კერძოდ, მათ შეუძლიათ იჯარით აიღონ სხვადასხვა მუნიციპალური ტერიტორიები და ამის შემდეგ განახორციელონ თავისი ეკონომიკური საქმიანობა. ასეთი ტიპის ობიექტები ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას, თუმცა არანაირ გადასახადს ამ მიმართულებით არ იხდიან. ვფიქრობთ, რომ ეს მიმართულება საჭიროებს მოწესრიგებას და პარკირების წესში ცვლილებაც ამ მიზნით განხორციელდა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
“მეტრონომი” გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს სოციალური ქსელიდან და იმედი გვაქვს, რომ მერიის თანამშრომლები გაეცნობიან და ამჯერად მაინც დაინტერესდებიან მოქალაქეების პოზიციით:
“რატომ, რატომ? ჩვენს სახლთან ერთი პატიოსანი კაცი სათამაშოებს ყიდის ბორბლებზე. მისთვის ეს ერთადერთი შემოსავალია… ბორბლებზე ვაჭრობა ნებადართულია ევროკავშირშიც და შტატებშიც. იქ, ასეთი მცირე ბიზნესები ეკონომიკას მართავენ აქ კიდევ…”
“რა მავნებლები არიან ტო, ამათ რკინიგზის მიმდებარედ რომ ვაჭრობაა, ეგ უფრო ესიმპატიურებათ”
“ეტყობა ტროტუარზე მდგომი მანქანები ხატავენ ქალაქს და ამიტომ არ კიდებენ ხელს”