ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რა ითხოვა ვანო მერაბიშვილმა ციხიდან და რა პასუხი გასცა მას სააკაშვილმა

როგორც ირკვევა, “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა ციხიდან ინფორმაცია გამოაგზავნა და ითხოვა პარტიის ყრილობის ჩატარებამდე გარკვეული წესების განსაზღვრა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი წერს.

მისი თქმით, სააკაშვილმა ნინო კალანდაძის პირით მას პასუხი აცნობა.

“ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა, პოლიტიკურმა პატიმარმა, ვანო მერაბიშვილმა ციხიდან ითხოვა წესები განსაზღვრეთ და ისე ჩაატარეთ ყრილობაო. სააკაშვილი ნინო კალანდაძის (?!) პირით პასუხობს, ნურასუკაცრავად, ვერ მოგართვიო”. – წერს ჩერგოლეიშვილი.

ჩერგოლეიშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ ვანო მერაბიშვილი გენერალური მდივანია, პარტია მნიშვნელოვანწილად ვანო მერაბიშვილის აწყობილი და გამართულია.

“რატომ უნდა მეგონოს, ან რატომ უნდა მოგატყუოთ, რომ ასეთი დეგრადირებული ლიდერით დავამარცხებთ ივანიშვილს, გაუგებარია” – წერს ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე.

მისი თმით, ეს უბრალოდ ერთი პატარა საჯარო გამოვლინებაა იმ დიდი უბედურების, რაც სააკაშვილს დაატეხა თავს დაკარგული ძალაუფლებისკენ ლტოლვამ და რაც, მოკლე დისტანციის გამო, მისთვის დიდი ხანია ნათელია.

იტვირთბა....