ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„როდესაც სააკაშვილის მხრიდან ხდება თანაგუნდელების შეურაცხყოფა, აღრმავებს პარტიის დაშლის შესაძლებლობას“

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებთან პარტიაში მიმდინარე დაპირისპირებაზე გააკეთა კომენტარი:

„სამწუხაროდ გუნდმა, რომელსაც ხელმძღვანელობს დღეს მიხეილ სააკაშვილი, იმ კამპანიის გარდა, რომელსაც ისინი აწარმოებენ ჩვენს წინააღმდეგ, რომ თითქოს გარიგებულები ვართ და გვაყენებენ შეურაცხყოფას, ახლა გადაწყვიტა, რომ იურიდიულ, დემოკრატიულ პროცედურებზეც უარი თქვან. გამოაცხადეს რაღაცა კომისია, რომელიც თვითნებურად იღებს გადაწყვეტილებებს. ამ ზღვრამდე ამ პროცესის მიყვანა ნამდვილად სერიოზულ საფრთხეს უქმნის პარტიის ერთიანობას და მე იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი კოლეგები და პირველ რიგში მიხელ სააკაშვილი გაიაზრებენ თუ რამხელა ზიანს აყენებენ არამხოლოდ პარტიას, არამედ ქვეყანას და დაბრუნდებიან ცივილიზებულ ჩარჩოში. აქ არ არის საუბარი იმაზე,რომ განსხვავებული აზრია პრობლემა, მაგრამ წესების უგულვებელყოფა და თანაგუნდელების შეურაცხყოფა ეს არის პროცესი, რომელიც ზიანს აყენებს პარტიას. პროცესების ასე განვითარება, როდესაც სააკაშვილის მხრიდან ხდება თანაგუნდელების შეურაცხყოფა, აღრმავებს პარტიის დაშლის შესაძლებლობას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

„ნაციონალური მოძრაობა“ 20 იანვარს ყრილობას ატარებს, სადაც პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი უნდა განიხილონ.

იტვირთბა....