ნიუ-იორკელმა სამართალდამცველებმა ტრამპ-თაუერის ნაწილის ევაკუაცია მოახდინეს, რადგან შენობის მისაღებში საეჭვო ნივთი აღმოაჩინეს,- ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ CNN ავრცელებს.
პოლიციამ ტურისტებსა და პერსონალს შენობის სასწრაფო დატოვება მოსთხოვა და ახლომდებარე ტერიტორიის იზოლირება მოახდინა.
შემთხვევის ადგილზე გამნაღმველთა ჯგუფი მივიდა, თუმცა საეჭვო შეკვრის შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა რომ საფრთხე არ არსებობდა. თავად დონალდ ტრამპი ამ დროს შენობაში არ იმყოფებოდა.