ახალი ამბები ვიდეო მედია მთავარი საზოგადოება სამართალი

“შემომითვალეს, თუ არ მივყიდით წილებს…“: ვინ და როგორ დაემუქრა მამუკა ღლონტს (ვიდეო)

“მე მათ შემომითვალეს, რომ თუ არ მივყიდით წილებს, ისინი გაზრდიან საწესდებო კაპიტალს „მაესტროსი“ და ჩვენ ამ ფორმით საერთოდ გაგვაგდებენ „მაესტროს“ დამფუძნებელთა რიგიდან“-ამის შესახებ „კურიერში“ „მაესტროს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა განაცხადა:

„პირველად ვაჟღერებ მე ამ ინფორმაციას. ბრძოლის ესეთ ფორმზებზე მიდიან უკვე. ვამბობდი, რომ „მაესტროს“ რეალური მყიდველი არის ირაკლი რუხაძე. ხოლო ირაკლი რუხაძის რეალური მყიდველი ვინ არის და “იმედის” რეალური მყიდველი, ამის მიხვედრა ძნელი არ არის. ახლა საუბრობენ, რომ “იმედმა” შეიძინა “ჯიდიესი” და “მაესტრო”, მაგრამ მე ასე ვიტყოდი. “ჯიდიესმა” შეიძინა “მაესტრო” და “იმედი”. ყველაფრის უკან მე ვხედავ ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს,“ – აცხადებს მამუკა ღლონტი.

მედიაჰოლდინგ „იმედის“ განცხადებით, „მაესტროს“ საკონტროლო პაკეტი შეიძინეს, ხოლო „ჯიდიესთან“ მოლაპარაკებები მიდის.

https://www.youtube.com/watch?v=oK7mCktcdEo

 

იტვირთბა....