ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თავდაცვის სამინისტროდან გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღდგენას მოითხოვენ

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, თავდაცვის უწყების ბიუჯეტის 67 პროცენტი ხელფასებსა და ადმინისტრაციულ ხარჯებზე მოდის, ცვლილებების შემდეგ კი ეს პროცენტული მაჩვენებელი შემცირდება, – ამის შესახებ ბრიგადის გენერალმა დასავლეთ საქართველოში სამხედროებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპტიმიზაცია სამხედრო მოსამსახურეების რიცხოვნობაზე არ აისახება. მისივე განცხადებით, ძირითადად, რეორგანიზაციის ფარგლებში ოპტიმიზაცია უწყებაში სამოქალაქო პერსონალს შეეხება.
დღეს კი თავადაცვის სამინისტროდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა პრესკონფერენცია გამართეს. ისინი სამსახურში აღდგენას ითხოვენ. მათი განმარტებით, ოპტიმიზაცია მხოლოდ სამოქალაქო პერსონალს არ შეხებია, ის ასევე შეეხო სამხედრო მოსამსახურეებსაც.
„ჩვენი მოთხოვნაა, რომ სასწრაფოდ აღგვადგინეთ სამსახურებში ან შემოგვთავაზეთ რაიმე ალტერნატივა. ჩვენ მივმართავთ სასამართლოდ და შემდეგ უფრო ზუსტად გადავწყვეტთ რა იქნება და როგორ იქნება“- განაცხადა შოთა მათითაიშვილმა, სამხედრო პოლიციის აღმასრულებელი ბატალიონის ყოფილმა თანამშრომელმა.
გათავისუფლებული თანამშრომლები აქციებსაც აანონსებენ.

იტვირთბა....