ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვფლობ ინფორმაციას”: პოლიტოლოგი ამბობს, რომ ივანიშვილი მალე პრემიერს და მთავრობას შეცვლის

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ქვეყანაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საკმარისი რესურსი არ გააჩნია და “კადრთუხუცესი” (საუბარია ბიძინა ივანიშვილზე) მთავრობას პრემიერთან ერთად შეცვლის:
ცისკარიშვილის თქმით, არჩევნებიდან ორი თვე გავიდა და ეს დრო უკვე უკვე გვიჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა არც თუ მიმზიდველ რეალობაში აღმოჩნდა.

“არ მგონია, რომ მომავალი წელი თავად მთავრობისთვისაც სახარბიელო იყოს. ეჭვი მაქვს, რომ შექმნილ სიტუაციას ბევრი მათგანი ვერც კი გაუძლებს… არც ის გაგიკვირდეთ, რომ ზოგიერთმა პარლამენტარმა, ან მთავრობის წევრმა საკუთარი კარიერის გაგრძელებაზე უარი განაცხადოს.სიტუაცია ისეთი შეიქმნება , რომ ბევრი თანამდებობის პირი რისკზე წასვლას სახლში წასვლას ამჯობინებს…ამას კი არ ვვარაუდობ, არამედ შესანიშნავად ვფლობ ინფორმაციას იმაზე, თუ ჩვენი კადრებთუხუცესი ვინ არის, ამიტომ წამოჭრილი პროვოკაციული თემები, რომ მთავრობის დათხოვნა პრემიერის ჩათვლით მოხდება, არა მხოლოდ ჭორია.” აცხადებს სოსო ცისკარიშვილი “რეზონანსთან” ინტერვიუში.

იტვირთბა....