საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს, თბილისში სავარაუდოდ, თოვლჭყაპი იქნება. კერძოდ, 31 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, სავარაუდოდ, წვიმა დაიწყება, რომელიც ღამით თოვლჭყაპში გადაიზრდება. ჰაერის ტემპერატურა ახალი წლის ღამეს 0-დან 2 გრადუსამდე, ხოლო დღის განმავლობაში 3-5 გრადუსი იქნება. ყინვა მოსალოდნელი არ არის.