აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გააკრიტიკა:
„გაერო-ს იმხელა პოტენციალი გააჩნია, მაგრამ ახლა ის წარმოადგენს კლუბს, სადაც ხალხი ერთმანეთს ხვდება, საუბრობენ და სასიამოვნოდ ატარებენ დროს. რა სამწუხაროა“, – დაწერა აშშ-ის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, „რაც შეეხება გაერო-ს, ყველაფერი შეიცვლება 20 იანვრის შემდეგ“.