გლდანში, მეოთხე მიკრორაიონში მდებარე საბანკო ექსპრეს ფილიალს თავს დაესხნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ბანკში ორი პირი შეიჭრა, რომელთაც სამედიცინო ნიღაბი ეკეთათ. ამ ეტაპზე წაღებულია თუ არა თანხა უცნობია, რადგან ბანკი და შსს ინფორმაციას არ ავრცელებენ.
სამართალდამცველები გლდანში მომხდარ ყაჩაღობაში ეჭვმიტანილებს ამ დრომდე ეძებენ. გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.