შიგანან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1976 წელს დაბადებული ი.პ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხოლო 1975 წელს დაბადებული რ.ბ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ი.პ.-ს პირადი ჩხრეკისას, 20 აბი ,,სუბოქსინი“, 17 აბი „მეტადონი“ და ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. რ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას, პოლიციამ ერთ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და აბი ,,სუბოქსინი“ ამოიღო.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.