ახალი ამბები მთავარი სამართალი

სასაქონლო ნიშანი “მაესტრო MAESTRO” სტუდია მაესტროს დაუბრუნდა“: საქალაქო სასამართლოს განცხადება

სასამართლოს გადაწყვეტილებით სასაქონლო ნიშანი ‘’მაესტრო MAESTRO” სტუდია მაესტროს დაუბრუნდა, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს  განცხადებაშია ნათქვამი:

„თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა მოსარჩელე შპს ,,სტუდია მაესტროს” პარტნიორის გიორგი გაჩეჩილაძის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების: შპს „ტელეკომპანია მაესტროს”, შპს „სტუდია მაესტროს”, მაკა ასათიანის, მამუკა ღლონტის, ეკატერინე აკობიას, გიორგი ებრალიძის და ლევან ჩიკვაიძის მიმართ. დავის საგანს წარმოადგენდა შპს ,,სტუდია მაესტროს” დირექტორის მიერ პარტნიორთა თანხმობის გარეშე შპს ,,ტელეკომპანია მაესტროსთვის“ უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული სასაქონლო ნიშნის (,,მაესტრო MAESTRO”) შპს ,,სტუდია მაესტროსთვის“ დაბრუნება.

 

წარმოდგენილი სარჩელი, მოპასუხეთა ნაწილმა სცნო და დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 24 ოქტომბერს შპს “სტუდია მაესტროს” დირექტორის მიერ, საზოგადოების წესდებისა და ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაუცველად შპს ,,ტელეკომპანია მაესტროს” დირექტორთან დადებული ხელშეკრულება სასაქონლო ნიშნის (,,მაესტრო MAESTRO”) უსასყიდლოდ შპს ,,ტელეკომპანია მაესტროს” საკუთრებაში გადაცემის შესახებ, აღდგა სასაქონლო ნიშანზე შპს ,,სტუდია მაესტროს“ რეგისტრირებული უფლება და ბათილად იქნა ცნობილი შპს ,,სტუდია მაესტროს“ პარტნიორთა კრების 2015 წლის 16 ნოემბრის ოქმი. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს  საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია “მაესტროს” ლოგოსთან დაკავშირებით გია გაჩეჩილაძის , იგივე “უცნობის” სარჩელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლემ ტელეკომპანიის “ლოგო” გაჩეჩილაძეს მიაკუთვნა.

 

ამ უფლების დაბრუნებას ერთ-ერთი დამფუძნებელი,  ილია (ბაჩო) კიკაბიძე მოითხოვდა.

 

როგორც  ბაჩო კიკაბიძე აცხადებს, სასამართლომ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა შეასრულა. მისივე თქმით, ივანიშვილმა სასამართლოს მეშვეობით მას ინტელექტუალური საკუთრება წაართვა.

 

„მაესტროს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა ღლონტიც მიიჩნევს, რომ სასამრთლოზე ხელისუფლებამ იქონია გავლენა:

 

„მაესტრო“ ირაკლი რუხაძემ „იმედის“ ფილიალად აქცია. რუხაძემ ბრენდი ზემდგომებთან ერთად წაგვართვა. ესენი არიან გიორგი კვირიკშვილი, ბიძინა ივანიშვილი და სხვები“-განაცხადა მამუკა ღლონტმა „ტვ პირველის“ ეთერში.

 

მისივე განცხადებით, ადრე თუ გვიან „მაესტროს“ დაიბრუნებენ:

 

„კერძო საკუთრება წართვეს ადამიანს. ევროპული სასამართლოს იმედი მაქვს“.-აღნიშნა ღლონტმა.

იტვირთბა....