ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, გუშინ, გვიან ღამით საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვით ორი ადამიანი გარდაიცვალა და ოთხი მოიწამლა.
ჯერჯერობით დაუდგენელია აირის გაჟონვის ზუსტი მიზეზი.
გაჟონვის შედეგად ერთ-ერთ ბინაში მამაკაცი და მისი მეუღლე ადგილზე გარდაიცვალნენ, ოთხი მეზობელი კი, ინტოქსიკაციის ნიშნებით სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-ს ინფრომაციით, მომხდარ ფაქტზე აღძრულია საქმე 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.