მოსკოვში ანონიმური ზარის გამო, რომელიც სადგურებზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ იტყობინებოდა, ერთდროულად სამ რკინიგზის სადგურში – იარლოსლავის, ყაზანის და ლენინგრადის – ევაკუაცია გამოცხადდა.
მოსკოვის ცენტრში მობილიზებულია პოლიცია, სახანძრო-სამაშველო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
შემოწმების შედეგად დასახელებული სამი სადგურიდან ორზე საეჭვო არაფერი აღმოჩნდა. მიმდინარეობს ლენინგრადის სადგურის შემოწმება.