aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აუგსბურგში 1,8-ტონიანი ბომბი აღმოაჩინეს: 50 ათასი ადამიანი ევაკუირებულია

aviabiletebi
ავიაბილეთები

გერმანიის ქალაქ აუგსბურგიდან 50 000-ზე მეტი მაცხოვრებელია ევაკუირებული, – აღნიშნულის შესახებ CNN  წერს. ბომბის გაუვნებელყოფა, რომელიც ქალაქში მეორე მსოფლიო ომის დროს არ აფეთქდა, 7-საათიანი სამუშაოების შემდეგ მოხდა. ომის დასრულების შემდეგ ეს ქვეყნისთვის ყველაზე მასშტაბური ევაკუაცია იყო.

ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს, რომ 1,8-ტონიანი ბრიტანული ასაფეთქებელი მოწყობილობა 1944 წლის რეიდის დროს ჩამოვარდა, მეორე მსოფლიო ომის დროს.

ოფიციალური პირების განცხადებით, ევაკუაციისთვის მათ საშობაო დღე იმიტომ აარჩიეს, რომ ამ დროს პროცესი ნაკლებ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე ჩვეულებრივ სამუშაო დღეს. ბომბი სამშენებლო სამუშაოების დროს, სამშაბათს აღმოაჩინეს.

აუგსბურგის მერმა მადლობა გადაუხადა გამნაღმელებს: „ბომბი განიარაღებულია, ეს მამაცი მამაკაცები ამ ისტორიული დღის რეალური გმირები არიან. დიდი მადლობა მათ“- განაცხადა მან.

CNN-ის ცნობით, 70 წელზე მეტია, რაც მეორე მსოფლიო ომისდროინდელი აუფეთქებელი ბომბები ჯერ კიდევ იწვევს პრობლემებს ევროპის მასშტაბით. 2015 წლის აგვისტოში, 250-  კილოგრამიანი ბომბი აღმოაჩინეს სამშენებლო ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ ლონდონში, რომლის გამოც გვიან ღამით ევაკუაცია განახორციელეს, სანამ მას განაიარაღებდნენ.

იტვირთბა....