ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

40 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა: 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ჩილეში

ჩილეში 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.  ეპიცენტრი ქალაქ პუერტო კველონიდან სამხრეთ დასავლეთით, 40 კილომეტრზე დაფიქსირდა  – ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

წყნარი ოკეანის ცუნამის ცენტრმა გამაფრთხილებელი სიგნალი გაუშვა, თუმცა მოგვიანებით საფრთხე მოიხსნა. ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია, 40 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ჩილე სეისმურად აქტიურ რეგიონში მდებარეობს, სადაც 70-იანი წლებიდან 7 მაგნიტუდის და მეტი ბიძგები არა ერთხელ დაფიქსირდა.

2010 წელს კი, 8 მაგნიტუდის მიწისძვრას 700-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

იტვირთბა....