ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სააკაშვილი დავით ბაქრაძეზე: “სამწუხაროა, რომ სერიოზულ ადამიანს უხდება უხეში ტყუილის თქმა”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 20 იანვარს დაგეგმილი ,,ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის გადადებასთან დაკავშირებით პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებას სოციალურ ქსელ facebook-ზე ეხმაურება.

,,დავით ბაქრაძემ გიორგი გაბუნიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მე მათ ვუწოდე მოღალატეები. არც ერთ საჯარო თუ შიდა პარტიულ გამოსვლაში მე სიტყვა “მოღალატე” არ გამომიყენებია. სამწუხაროა, რომ სერიოზულ ადამიანს უხდება (იმედს ვიტოვებ გაუცნობიერებლად) უხეში ტყუილის თქმა, თანაც ისეთის, რომელიც ძალიან ადვილი გადასამოწმებელია. 20 იანვარს უნდა ჩატარდეს ყრილობა ცივილიზებულად და ურთიერთპატივისცემის პირობებში და პარტიის მართვა დაუბრუნდეს მის აქტივს. ყრილობის გადადების ყველანაირი მცდელობა იმ ხალხის მხრიდან, რომელიც ჩქარობდა ყრილობის მოწვევას უკვე 27 დეკემბერს, საფუძველს მოკლებულია. მე ყოველ დღე ვერთვები ჩვენს ათასობით აქტივისტს მთელს საქართველოში და კარგად ვიცი, რომ ისინი მზად არიან ყრილობის მაღალ დონეზე ჩასატარებლად”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრი  დავით ბაქარაძე თანაგუნდელებს 20 იანვარს დანიშნული ყრილობის გადადებას სთავაზობს, – ამის შესახებ დავით ბაქრაძემ ,,რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს ის პოლიტსაბჭოს სხდომაზე დააყენებს.

იტვირთბა....