საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს 20 იანვრისთვის დანიშნული ყრილობის გადადებას სთავაზობს, – ამის შესახებ დავით ბაქრაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ის აღნიშნულ საკითხს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაზე დააყენებს.
“ამ საკითხს პოლიტსაბჭოზე დავაყენებ. გადავდოთ ეს ყრილობა, რომელიც ასეთ წინააღმდეგობრივ ფონზე ტარდება და ამხელა ემოციებს იწვევს. დავსხდეთ, დავწყნარდეთ, დავილაპარაკოთ და ვეცადოთ, რომ მომავალი და ერთიანობა შევინარჩუნოთ”, – განაცხადა ბაქრაძემ.
ამასთან, როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, არ აპირებს, პარტიის თავმჯდომარედ თავისი კანდიდატურა წამოაყენოს.