კათოლიკური სამყარო და მართლმადიდებელთა ნაწილი დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. მთავარი ღვთისმსახურებები ტრადიციურად ბეთლემსა და ვატიკანში შედგა.
ათასობით მორწმუნე საზეიმო ლიტურგიას ბეთლემში დაესწრო. ბიბლიის თანახმად ბეთლემის შობის ტაძარი ზუსტად იმ ადგილასაა აგებული, სადაც მაცხოვარი დაიბადა. საშობაო მესა ტაძარში იერუსალიმის პატრიარქმა აღავლინა და მომლოცველებს შობის დღესასწაული სხვადასხვა ენაზე მიულოცა.
ღვთისმსახურებას ბეთლემის შობის ტაძარში პალესტინის ავტონომიის ლიდერები დაესწრნე