რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თვითმფრინავმა, რომლითაც ადლერიდან სირიაში რუსი ჟურნალისტები და მუსიკოსები გადაჰყდავთ, კატასტროფა განიცადა . “ტუ 154” შავ ზღვაში, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარის, აფხაზეთის მონაკვეთთან ახლოს, დღეს დილით ჩამოვარდა. ბორტზე 83 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა.
როგორც ინტერფაქსი იტყობინება, ბორტზე ალექსანდროვის სახელობის ანსამბლის მუსიკოსები იმყოფებოდნენ და სავარაუდოდ ტელეკომპანია “ზვეზდას” ჟურნალისები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორკესტრი , სირიაში რუსულ სამხედრო ბაზაზე, კონცეტრის გასამართად გადაჰყვდათ.