ახალი ამბები მთავარი სამართალი

თავდასხმა სასულიერო პირზე: მამა გიორგი ცნობილაძეს ესროლეს

მამა გიორგი ცნობილაძეს ესროლეს, -ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია “რუსთავი 2-ს” მამა შალვა კეკელიამ დაუდასტურა.  სასულიერი პირს წყნეთის ქუჩაზე, მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხთან ესროლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში თავდასხმის ფაქტი დაადასტურეს და განმარტეს, რომ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

შს სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236 და 118 მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იტვირთბა....