ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით დღეს 2 თეთრით გამყარდა და ერთი დოლარის ღირებულება 2.75 ლარი გახდა.
რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთან მიმართებით 2.6 თეთრით გამყარდა. ევროს ღირებულება 2.87 ლარი გახდა.
ეროვნულმა ბანკმა სამშაბათს ლარის სწრაფი გაუფასურების შესაჩერებლად $40 მილიონი გაყიდა.