ნიუ-იორკ თაიმსის ინფორმაციით, ბერლინის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი მილანში ორმხრივ სროლის დროს პოლიციამ მოკლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-იც ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მილანის ერთ-ერთ გარეუბანში მოკლეს. ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციამ საბუთების შესამოწმებლად გააჩერა, რა დროსაც მან ცეცხლი გახსნა. ორმხრივი სროლის დროს დაჭრილია პოლიციის ერთი ოფიცერი.
აღსანიშნავია ისიც, რომ მანამდე ტელეკომპანია SkyNews-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 24 წლის ტუნისელი ანის ამრის მსგავსი მამაკაცი დანიის ქალაქ აალბორგში შენიშნეს.