თბილისის მერიის მაღალჩინოსნები მე-13 ხელფასს არ აიღებენ და აღნიშნული თანხები მთლიანად მიმართული იქნება მერიის ქვემდებარე სსიპ-ებისა და ააიპ-ების იმ თანამშრომლების მეცამეტე ხელფასების დასაფინანსებლად. საუბარია იმ პერსონებზე, რომლებსაც შედარებით დაბალი ანაზღაურება აქვთ.
ესენი არიან მეეზოვეები, დასუფთავების მანქანებზე მომუშავე მძღოლები და მათი დამხმარეები, თბილსერვის ჯგუფის ტექნიკური პერსონალი, ავტობუსის მძღოლები, მეტროს მემანქანეები, კონტროლიორები, ბაღის აღმზრდელები. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ განაცხადა.